82 წლის მფრინავი ქალი ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

უოლი ფანკი, 82 წლის მფრინავი ქალი, შეუერთდება „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მოგზაურობას კოსმოსში ამ თვის ბოლოს. ეს არის მილიარდერის კომპანია “ბლუ ორიჯინ”-ის ორგანიზებული პირველი კოსმოსური გაფრენა ეკიპაჟით.

ფანკი ბორტზე იქნება როგორც “საპატიო სტუმარი” 20 ივლისს დასავლეთ ტეხასიდან გაშვებისას, განაცხადა “ბლუ ორიჯინმა” 1 ივლისს. ის შეუერთდება ბეზოსს, მის ძმას და საქველმოქმედო აუქციონის გამარჯვებულს, როგორც პირველ ადამიანებს, რომლებიც გაფრინდებიან რაკეტით “New Shepard” – ვერტიკალური აფრენის, ვერტიკალური დაშვების რაკეტა-მზიდით. დაგეგმილია, რომ მოგზაურობა გასტანს 10 წუთს.

ფანკი, ერთ-ერთი პირველ ქალი აერო-კოსმოსურ სფეროში, გახდება ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე გაფრენილა კოსმოსში, როცა ის მონაწილეობას მიიღებს ამ მოგზაურობაში.

Comments
Loading...