83 წლის ბერლუსკონის ახალი საყვარელი 30 წლისაა

სილვიო ბერლუსკონის პარტიამ “წინ, იტალია” დაადასტურა, რომ სილვიო ბერლუსკონს და მარტა ფასჩინას რომანი აქვთ

იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია “წინ, იტალიას” თავმჯდომარეს, 83 წლის სილვიო ბერლუსკონს ახალი საყვარელი ჰყავს – 30 წლის მარტა ფასჩინა.

მარტა ფასჩინამ რომის უნივერსიტეტ La Sapienza ლიტერატურის და ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობდა სხვადასხვა იტალიურ გაზეთებთან, შემდეგ კი საზოგადოებასთან ურთიერთობით საფეხბურთო კლუბ “მილანში” დაკავდა. 2018 წლის მარტში “წინ, იტალია”-ს პარტიული სიით გახდა იტალიის პარლამენტის დეპუტატი.

მარტა ფასჩინა სილვიო ბერლუსკონის ვილას ჯერ კიდევ 2018 წელს სტუმრობდა და ხშირად, ღამითაც რჩებოდა იქ. ამ დროს სილვიო თავის 34 წლის საყვარელს, ფრანჩესკა პასკალეს არ იყო გაშორებული და ეს უკანასკნელი მოარულ ხმებს სილვიოს და მარტას სასიყვარულო ურთიერთობებზე, არ აღიქვამდა სერიოზულად.

“უცნაურია? არა სილვიოსთვის, რომელიც ყოველთვის მუშაობს და ყოველთვის ჰყავს სახლში თანამშრომლები. სილვიოს ყოველთვის ძინავს ჩემთან, სახლში, სადაც მე ვცხოვრობ.” ამ ჭორებში რამე სიმართლეს რომ მივაგნო, ჩემს და სილვიოს შორის ყველაფერი დასრულდება, – ამბობდა ფრანჩესკა.

“წინ, იტალია”-ს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მარტა ფასჩინას და სილვიო ბერლუსკონს შორის სასიყვარულო ურთიერთობის დადასტურების თაობაზე, ფრანჩესკა სახტად დატოვა. “ის მე ყოველთვის მეყვარება. ვუსურვებ მას ბედნიერებას”, იმედი მაქვს, ისეთს იპოვნის, რომელიც მასზე ჩემსავით იზრუნებს, – განაცხადა ფრანჩესკამ.

მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი 1936 წელს არის დაბადებული. იგი 1965 წელს დაქორწინდა 24 წლის კარლა დალ’ოლოზე და მასთან 1985 წლამდე ცხოვრობდა. მისი მეორე ცოლი ვერონიკა ლარიო მასზე 20 წლით უმცროსი იყო. 2010 წელს ვერონიკამ განაცხადა, რომ დაიღალა სილვიოს “მცირეწლოვნებთან კავშირებით” და განქორწინდა. ამ დროს 74 წლის სილვიოს და 24 წლის ფრანჩესკას ერთმანეთთან ურთიერთობის რამდენიმე წელი ჰქონდათ უკან მოტოვებული. ცოლთან სილვიოს გაშორების შემდეგ ფრანჩესკამ საქორწინო კაბა იყიდა და ცდილობდა იგი ქორწინებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ვერ შეძლო თანხმობის მიღება.

2009 წელს ბერლუსკონი არასრულწლოვან მოდელ ნოემი ლეტიციასთან კავშირში იყო დადანაშაულებული, თუმცა ამ ისტორიას სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყოლია. 2011 წელს ბერლუსკონი 17 წლის მოცეკვავე კარიმა ელ-მარუგთან კავშირის გამო გახდა სამართლებრივი დევნის ობიექტი. 2013 წელს მას 7 წელი მიუსაჯეს, მაგრამ, მოგვიანენებით, განაჩენი გაუქმდა

მოამზადა რაულ კაპანაძემ..

Comments
Loading...