9 მაისი პუტინმა, გასული წლის მსგავსად, მხოლოდ ქართველ ხალხს მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს რამდენიმე სახელმწიფოს ულოცავს, მათ შორის –  ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვ. პუტინის მილოცვის ტექსტში, საქართველოს და უკრაინის ლიდერების ნაცვლად, ქვეყნების მოსახლეობაა ნახსენები. მოცემული შემთხვევა არ არის პირველი, რადგან პუტინის მილოცვა გასულ წელსაც მსგავსი იყო.

განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ვლადიმერ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 72-ე წლისთავი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს მიულოცა, ასევე საქართველოს და უკრაინის მოსახლეობას ” – წერია განცხადებაში.

Comments
Loading...