9 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება

9 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. წვიმა და ნისლი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ტემპერატურა კი 10-15 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ 13-14 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. ხვალ კი შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით 14-19 გრადუსი იქნება.
9 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. წვიმის ნალექი გავრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც, მაღალმთაში კი იქნება თოვლი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში 9 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-15 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კი კიდევ დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 ნოემბერს დღისით ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება.

Leave A Reply

Your email address will not be published.