ძროხის კუჭში არსებულ მიკრობებს პლასტმასის დაშლა შეუძლიათ

პლასტმასის დაშლა მართლაც რთული საქმეა, თუმცა ავსტრიელმა მკვლევარებმა, ძროხის კუჭის ოთხი განყოფილებიდან ერთ-ერთში აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელსაც ყველანაირი მასალის მონელება შეუძლია. ეს კი სამომავლოდ პლასტიკური ნაგვის შემცირების მდგრად გზას წარმოადგენს.

მეცნიერები მანამდეც ეჭვობდნენ რომ მსგავსი ტიპის ბაქტერია სასარგებლო იქნებოდა ჩვენთვის.

“უზარმაზარი მიკრობული საზოგადოება ცხოვრობს კუჭის განყოფილების ქსელში და ისინი პასუხისმგებელნი არიან ცხოველების საკვების მონელებაზე, ამიტომ ჩვენ ვიეჭვეთ, რომ შესაძლებელი იყო ზოგიერთი ბიოლოგიური რეაქციის პოლიესტერის ჰიდროლიზისთვის გამოყენება”, — თქვა დორის რიბიჩმა, ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტიდან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მიკროორგანიზმებს უკვე შეუძლიათ მსგავსი მასალების დაშლა, ამიტომ კვლევის ავტორებს ეგონათ, რომ შესაძლოა პლასტმასის დაშლაც შეძლონ.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა სამი სახის პოლიმერი: პოლიეთილენის ტერეფლატი(PET), ბუტილენ ტერეფლატი(PBAT), პოლიეთილენურანოატი (PEF). როგორც აღმოჩნდა, ძროხის კუჭის წვენის სითხის საშუალებით სამივე მათგანის დაშლაა შესაძლებელი. მეტიც, ეს გზა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რაც მათ სინერგიულ (ერთად ქმედების) უპირატესობაზე მიუთითებს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გამოსაკვლევი.

მართალია მსგავსი კვლევის ჩატარება დიდ თანხებთანაა დაკავშირებულ, თუმცა რიბიჩი მოუთმენლად ელოდება ამ საკითხის შემდგომ გამოკვლევას და ამბობს, რომ მიკრობული ქსელები ნაკლებად არის შესწავლილი, როგორც პოტენციური ეკოლოგიური რესურსი.

ასე რომ შესაძლოა ძროხის კუჭის მიკრობები რთული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარონ.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...