95 წლის ტყუპი დები, რომლებსაც “ფორსაჟის” ყველა სერია ნანახი აქვთ

95 წლის ტყუპმა დებმა ინგლისიდან სულ რამდენიმე კვირაა, რაც ფეისბუქ-გვერდი შექმნეს და უკვე 1000 გამომწერი ჰყავთ.ლილიან კოკსმა და დორის ჰობდეიმ სახელი ფეისბუქით გავრცელებული სამხიარულო ონლაინ-ვიდეოებით გაითქვეს.

ერთ-ერთ ვიდეოში ფაბრიკის ყოფილი მუშები იმის შესახებ კამათობენ თუ რომელ მათგანს უფრო მეტად უყვარს ჯეისონ სტეტჰემი და შემდეგ აცხადებენ მაყურებელთა გასაგონად, რომ მათ “ფორსაჟის” ყველა სერია აქვთ ნანახი.

შემდეგ ლილიანი, რომელსაც 13 შვილიშვილი და 19 შვილთაშვილი ჰყავს მაკიაჟის სარკეზე დამაგრებულ სტეტჰემის ფოტოზე მიუთითებს და ამოიოხრებს: “ის ლამაზი მამაკაცია. არავის არ ძალუძს მისებრ ბრძოლა”

მოხითხითე ტყუპები ტიპტონიდან გაოცებულები არიან იმით, რომ მათ ცნობენ ქუჩაში. “ჩვენ არ ვიცნობთ ხალხს, რომლებიც გვაჩერებენ ქუჩაში. ისინი ისე გვიყურებენ, თითქოს კოსმოსიდან ვარ. ჩვენ 95 წელია უკვე ვსეირნობთ, მათ კი ახლა აღმოგვაჩინეს!” – სიცილით ამბობს დორისი “მირორთან”

კითხვაზე მათი დღეგრძელობის საიდუმლოების შესახებ ლილიანი დორისის მაგივრად პასუხობს: “ის ამბობს, რომ სექსი არ აქვს და აქვს ჭარბად გინესი”, შემდეგ კი ამატებს: ” მე უბრალოდ ლიმონათს ვსვამ”

“ხალხი ამბობს, რომ მათ თავისი საკუთარი ტელეშოუ უნდა ჰქონდეთ”, – ამბობს ლილიანის 34 წლის შვილიშვილი კერი კლარკი, რომელმაც ივლისში მათი ფეისბუქ-გვერდი შექმნა.

“ისინი აგრეთვე არიან ყველაზე ხანდაზმულები მათ შორის, ვისაც არიან ფეისბუქ-გვერდი აქვთ. სულ რამდენიმე კვირა გავიდა და მათ უკვე 1000 გამომწერი ჰყავთ”.

თარგმანი: რაულ კაპანაძე

www.ipress.ge

Comments
Loading...