“3 წლის სიცხიანი ბავშვი კლინიკაში მიყვადათ,რა დროსაც ავარია მოუვიდათ და მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა” – ტრაგედია სამტრედიაში

უმძიმეს ავარიას სამტერედიაში მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილით ქუთაისში 3 წლის ბავშვი გადაჰყავდათ,ის ადგილზე დაიღუპა.
ამასთან,დაშავდა რამენიმე პირი.
“3 წლის სიცხიანი ბავშვი კლინიკაში მიყვადათ,რა დროსაც ავარია მოუვიდათ და მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა”,-განუცხადა mpress.ge-ს წყარომ.

Comments
Loading...