აფხაზეთის ომში ორჯერ გამიყვანეს დასახვრეტად და… გადავრჩით. გარემოებათა გამოო, – ჩემი ზოგიერთი მეგობარი მიმტკიცებდა. სინამდვილეში ღმერთმა გადაგვარჩინა. იმის მერე, სულ გავთეთრდი. სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი. ახლა, ხელისუფლება რომ საგარეჯოში საარჩევნო “დახვრეტას” მიმზადებს, როგორ ფიქრობს: ძალიან მაშინებს, თუ ისე რა?!..
21 წლის ვიყავი, როცა შიშის დაძლევა ვისწავლე. ომმა დიდი გამოცდილება მომცა. კაცი შეიძლება შიშველი ხელით დაგხვდეს და შენ ტანკით მიადგე, მოკლა და გაიმარჯვო… მაგრამ ეს გამარჯვება კი არა, სამარცხვინო მარცხია. სულისკვეთება, ზნეობა და სიყვარული იგებს… ძალა ტანკში არაა, სიმართლეშია. ეს სიმართლე იზეიმებს 31 ოქტომბერს საგარეჯოში. ხელისუფლებას ვეუბნები: ყველა წამოდით!

წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.