– აბა, დეპუტატობა „ჩაგიდეს”?

გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს პარლამენტის წევრ თემურ ჭკუასელის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთმა „ვერსიამ” გამოაქვეყნა:

„ეს ჩემი წიგნია – „ზღვა იყო უფრო მშვიდი, ვიდრე ხმელეთი”. ჰოდა, შემოდგომაზე საქართველოს ბევრი ემიგრანტი ეწვევა და მინდა, მათთვის ჩემი ძველი ნაწერებისგან კრებული გავაკეთო. ვეძებდი, ამ კრებულში რა შევიტანო და ამ დროს შემომისწარით”, – ამბობს ჭკუასელი ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან.

-ამდენი ფული გაქვთ, კრებული გამოსცეთ?

– მეგობრები…

– ბიძინა?

– არა.

– აბა?

-ბიძინასა და ჩემს დამოკიდებულებაზე ერთი წინადადებით გეტყვით: ჩვენს ურთიერთობას ფულთან შეხება არ აქვს. იმით ვარ ცნობილი, რომ ერთი ლარიც არასოდეს მომითხოვია. პირიქით კი ყოფილა – ერთხელ, მაშინ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ბაკურიანიდან მოვდიოდით და ბიძინამ გადაწყვიტა, ავტობუსით „ქართულ ხმებთან” ერთად ემგზავრა. ეკაც ამოვიდა და ნაბოლარა ცოტნეც. გზაში ეკამ ხილის ყიდვა მოინდომა, მაგრამ ბიძინას ჯიბეში ფული, როგორც წესი, არ აქვს ხოლმე. ჰოდა, მე ვუყიდე – ორი ლარი გადავიხადე და ვიხუმრე კიდეც, ჩემს ხარჯზე სადამდე უნდა იყოთ-მეთქი.

– ამ ორ ლარს უკვალოდ არ ჩაუვლია – დეპუტატი გაგხადათ!

– ვთვლი, რომ დეპუტატობა დაფასება არაა, თან სურვილი არ მქონია.

– აბა, დეპუტატობა „ჩაგიდეს”?

– არა, მაგრამ ერთია სურვილის არქონა და მეორე – აუცილებლობა. გადაწყდა, რომ ჩოხატაურში დიდი შანსი მქონდა, გამემარჯვა. სხვათაშორის, დეპუტატობა ადრეც შემოუთავაზებიათ, მაგრამ არ დავთანხმდი”, – ამბობს ჭკუასელი.

წყარო: „ვერსია”

Comments
Loading...