აბანოთუბანში მდებარე მეჩეთი გაძარცვეს

აბანოთუბანში მდებარე მეჩეთში მისულ მორწმუნეებს დღეს სამლოცველო გაძარცვული დახვდათ. ამ წუთებში მეჩეთთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა განაცხადა, რომ საღამოს მან დაკეტა მეჩეთი, დღეს დილით, კი ფანჯარა დახვდა გატეხილი. მისი თქმით, მეჩეთში დაზიანებული არაფერია, თუმცა წაღებულია კომპიუტერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

Comments
Loading...