აბაშაში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებია დაგეგმილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება.
როგორც mpress.ge – ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან აცნობეს, აქცია 12 დეკემბერს, 10:00 საათიდან საოჯახო მედიცინის ცენტრ შპს “შანის” ოფისში (პოლიციის ყოფილი შენობა) ჩატარდება.
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება რეგულარული სახისაა და სხვადასხვა რეგიონებში ეტაპობრივად ხორციელდება. სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტებულია
მაღალკვალიფიციური ექიმებით. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი,
ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი.
ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. სისხლის საერთო ანალიზი;
2. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ინსტრუმენტული გამოკვლევები
(საჭიროების შემთხვევაში)
3. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოებოს, ფარისებრი ჯირკვლის,
სარძევე ჯირკვლის)
4. ელექტროკარდიოგრაფია;
პროფილაქტიკური გამოკვლევების მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობისა და დევნილის მოწმობები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ტიპის გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს.

Comments
Loading...