ადა მარშანია პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერის აფხაზეთიდან არჩევას ითხოვს

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერის აფხაზეთიდან არჩევას ითხოვს.

ჩვენ ჩვენი ხელით გავდევნეთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან ორი რეგიონიცხინვალი და აფხაზეთი. გიგა ბოკერიას ალბათ კარგად ახსოვს, რატომ და რანაირად მოხდაეს, როცა პარლამენტიდან მთელი დელეგაცია იყო განდევნილი. შეიძლება ზოგისთვის ესსადავო საკითხი იყო, მაგრამ თავის დროზე ეს ზიანის მომტანი ფაქტი გახდა“, – განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

გარდა ამისა, მან პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე რეზოლუციის მიღება შესთავაზა.

მისი თქმით, „საჭიროა ამ მიმართულებით მოქმედების ტაქტიკაზე მსჯელობა”.

ჩვენ დარიგებული გვაქვს საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტისრეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. ჩვენ ძირითადად ვეთანხმებით, არის რაღაც პოზიციები, რაც მიუღებელი და გაუგებარია. ცხადია, ამ დოკუმენტსგანვიხილავთ ამ კვირაში, მაგრამ გვინდა ამდაგვარი დოკუმენტი პარლამენტმა სოხუმისადა ცხინვალის დაბრუნების საკითხზე შექმნას“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

წყარო   :  REPORTIORI.GEt

Comments
Loading...