„ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოტანილი გირგვლიანის საქმის მსგავსი განაჩენები, ქვეყანას ვერ მოუტანენ მართლმსაჯულებას”

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მოსმენა მიმდინარეობდა, არასამთავრობოებმა აქცია გამართეს. ისინი მურუსიძის მეორე ვადით შესაძლო არჩევას აპროტესტებდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, იუსტიციის საბჭომ უნდა განახორციელოს საკუთარი ფუნქციები და მოსამართლეებად შეუბღალავი რეპუტაციის მქონე პირები დანიშნოს.

„ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოტანილი გირგვლიანის საქმის მსგავსი განაჩენები, ქვეყანას ვერ მოუტანენ მართლმსაჯულებას. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემა ფუნდამენტურად შესაცვლელია, რადგან ის დღეს ჩვენ ვერ გვიცავს“, – განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი” დირექტორის ეკა გიგაურის განმარტებით, თუ იქნება გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესი და ყველა შეფასდება საკუთარი საქმიანობისა თუ გამოცდილების მიხედვით მოხდება, მხოლოდ ღირსეულები დარჩებიან სისტემაში.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით კი, ლევან მურუსიძე გადაიქცა იმ უკანონობის ბერკეტად, რაც ხდება სასამართლო სისტემაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.