ადვოკატი ირმა ჭკადუა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე: მოწმე ვარ, მაგრამ ვისი, არ ვიცი

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ადვოკატი ირმა ჭკადუა მოწმის სტატუსით დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, მასაც გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.

„გიდასტურებთ, რომ მოწმე ვარ, მაგრამ ვისი მოწმე, არ ვიცი. ამავდროულად, გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დადებული, რის საფუძველზეც, ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს. ბრალდებამ გამომიძახა და დამკითხა. რა ინფორმაციაც მქონდა ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძე, რუსთავის მეექვსე დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

Comments
Loading...