ადვოკატის თქმით, “კანიბალიზმის საქმეზე” ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულის ბექა შენგელიას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისივე თქმით, ამის გამო ის თავის პოზიციას ვერ აყალიბებს.

აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველმა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხდა.

არსებული ინფორმაციით, 75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებმა 23 მარტს, დააკავეს. მიზეზი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებაა. ლუკა ჩიხლაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გათიშეს და მოკლეს, რის შემდეგაც გვამი ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს და დაწვეს.

 

Comments
Loading...