ადვოკატის ცემისთვის ვაკის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკის პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა კვირკვაიას 5–დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.