ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი, იუსტიციის მინისტრის გადადგომას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ რეფორმირებას ითხოვს.

„უნდა გადადგეს იუსტიციის მინისტრი, თეა “მურუსიძე”, რომელმაც სასამართლო რეფორმა ჩააგდო,“ – აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მთავარი თემები კი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებებია.

Comments
Loading...