აღარ ახსოვთ ვინ ვისი ოპონენტია და ვინ ვის აკრიტიკებს – ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვარ ერთიანები

„ჩემს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რადგან საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა”, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ევროპარლამენტის მიერ საქარველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო გზას, რომელიც არჩეული აქვს, არ გადაუხვევს. „საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ მომენტში, დარწმუნებული ვარ, აღარ ახსოვთ ვინ ვისი ოპონენტია და ვინ ვის აკრიტიკებს. მთავრია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვარ ერთიანები. მთავარია, რომ საქართველო ნელ-ნელა ხდება ევროპის ნაწილი და მთავარია, რომ ამ გზიდან ჩვენი ქვეყანა არ გადაუხვევს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავისი რეფორმებით, გზით, რომელიც უკვე არჩეულია, მიაღწევს უდიდეს წარმატებას ევროპულ გზაში, ევროპელებთან ერთად და ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

GUARDIAN.GE

Comments
Loading...