„აღმაშენებელის გამზირზე მარტო მე ვხედავ რა ხდება?! მთელი გამზირი საროსკიპოებად გადაიქცა!“

„სადა გყვავს მთავრობა? სანამ თავიანთ ცოლ შვილსაც არ მოუ@@@ავენ მანამდე ყურებს არ შეიბერტყავენ! ან ლეგალიზება მოახდინოს პროსტიტუციის ან დახუროს იატაკქვეშეთა ბორდელები. საპატრიარქოც საეჭვოდ დუმს.“ – ეს და ბევრი სხვა ამ სახის კომენტარი იურისტ, თამთა მეგრელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა.

თამთა მეგრელიშვილი: „აღმაშენებლის გამზირზე” მარტო მე ვხედავ რა ხდება?! გამოფხიზლდი ხელისუფლებავ!

გამოფხიზლდი, თვალები გაახილე, შეხედე, თითქმის მთელი გამზირი საროსკიპოებად გადაიქცა!

არსებული ბარები და სხვა დაწესებულებები ლეგალური ბორდელებია, აი ისეთი მარტო თქვენ რომ ვერ ხედავთ და დანარჩენებმა რომ ვიცით! არაბები, ერაყელები, სირიელები, თურქები პროსტიტუციაში არიან ჩაბმულები და ღუპავენ ჩვენს დებს, ძმებსა და შვილებს!

მე ყოველ დღე ვხედავ, რა ხდება ღამით აღმაშენებლის გამზირზე, ხშირად ჩემივე ქალაქის, ჩემივე გამზირზე მიმავალს წინ გადამდგომია რამოდენიმე თურქი თუ არაბი ჩემთვის გაუგებარი სიცილითა და რაღაც უცნაური სახის მანერით, ვაჭრის თვალებით რომ გწონიან, გაფასებენ, შეურაცმყოფელია!

მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოფხიზლდით! ჩაატარეთ რეიდები და ნახეთ რა ხდება რეალურად თქვენი თილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში!

ასევე მოგმართავთ თხოვნით შეისწავლოთ თბილისის ცენტრში მდებარე ღამის კლუბები, სადაც ქართველ გოგონებს უფასოდ, ხოლო ქართველ მამაკაცებს არაფრის ფასად არ უშვებენ! დროა გონს მოვეგოთ და გავახილოთ ფართოდ დახუჭული თვალები, პატივი ვცეთ საკუთარ თავს, საკუთარ რწმენას, მომავალსა და ამხელა კულტურისა და ტრადიციის მქონე ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას! სახელად საქართველოს!

წყარო: http://www.geomediatv.ge/

Comments
Loading...