აღმაშენებლის გამზირზე ქალი მოკლეს – დაკავებულია გარდაცვლილის მეუღლე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, 45 წლის ქალია.

როგორც „ინფო 9“-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ქალს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Comments
Loading...