“აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი გუნდი რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად ჩავა”

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ, აგვისტოს ომის გამოძიების ჩატარების თაობაზე, ქართული მხარისგან დასტური მიიღო.

ამის შესახებ ბენსუდამ მიუნხენში, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრა შესაძლოა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთანაც შედგეს. ბენსუდას განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის დელეგაციის წევრებისგან თანხმობას ელოდება.

„ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მივიღეთ დასტური გამოძიების ჩატარების შესახებ. შეხვედრაზე გავაცანი ჩვენი სამუშაო გეგმა და საგამოძიებო პროცესში სრული მხარდაჭერა მივიღე. ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ გვექნება შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი რეგიონში დგამოძიების ჩასატარებლად ჩავა“,-განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

Comments
Loading...