აგვისტოს ომის გამოძიების გამო რუსეთი ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობებს გადახედავს

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაცია აგვისტოს ომზე გამოძიების დაწყების გამო ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობებს გადახედავს – ამის შესახებ RIA იუწყება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი იმედგაცრუებულია მთავარი პროკურორის ფატუ ბენსუდასა და სასამართლოს პოზიციით, რომლებმაც ოსების და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოძიება დაიწყეს და ამით „აგრესორის“ მხარეს დგებიან. „ჰააგის სასამართლოს პროკურორი ადანაშაულებს ოსებს და მეტიც რუს სამხედროებს და ამით ის აგრესორის მხარეზე დგება. ეს კი ადასტურებს იმას, რომ მან თავდასხმის მსხვერპლზე დაიწყო გამოძიება. რთულია იმის თქმა, რომ ასეთი ქმედებები მართლმსაჯულების იდეალებს პასუხობს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და მასთან აქტიურად თანამშრომლობდა.

“რუსეთს იმედი ქონდა, რომ ეს სტრუქტურა გახდებოდა სამართლიანობის აღდგენის და საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობის მთავარი ფაქტორი. თუმცა ჩვენი თვალთახედვით, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რუსეთი იძულებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ურთიერთობების შესახებ საკითხს გადახედოს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

Comments
Loading...