აინშტაინის წინასწარმეტყველება ახდა-ასტროფიზიკოსებმა გრავიტაციული ტალღები დააფიქსირეს

ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია დადასტურებულია.

ობსერვატორია LIGO-ს (LaseInterferometric Gravitational Observatory) მეცნიერებმა ავსტრალიურ და იტალიურ ობსერვატორიებთან ერთად, პირველად დააფიქსირეს სივრცე-დროის შეშფოთების გრავიტაციული ტალღები, რომლის არსებობაც 100 წლის წინ ფარდობითობის თეორიის შემქმნელმა ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. ამ აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა პირდაპირ ეთერში ისაუბრეს.

გრავიტაციული ტალღები 1,3 მილიარდი წლის წინ, ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოიშვა (ეს დრო დასჭირდა გრავიტაციულ შეშფოთებას, დედამიწამდე რომ მოეღწია).

00:00 00:00
რხევების სიდიდეა 10 მინუს 19-ე ხარისხში მეტრი. ეს დაახლოებით ისეთივე მცირეა, როგორც ატომი ვაშლთან შედარებით.

ეს რხევები წარმოიშვა ორი შავი ხვრელის (ერთი29-ჯერ, ხოლო მეორე 36-ჯერ აღემატება მზის წონას) ურთიერთშერწყმის უკანასკნელ წამებზე, რა დროსაც წარმოიშვა უფრო დიდი გრავიტაციული სხეული (62-ჯერ მძიმე მზეზე). წამის მეასედებში დაახლოებით სამი მზის წონის მასა გარდაისახა გრავიტაციულ ტალღებად, რომლის გამოსხივების სიმძლავრე 50-ჯერ აღემატებოდა ხილულ სამყაროში არსებულ გამოსხივებას.

კვლევის შედეგები გაგზავნილია ცნობილ ჟურნალ Physical Review Letters-ში.
წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...