აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას – პორნოგრაფიის ყურების სურვილი თუ გქონდათ, გეთქვათ და გაყურებინებდნენ

პორნოგრაფიის ყურების სურვილი თუ გქონდათ, გეთქვათ და გაყურებინებდნენ. თქვენ ხომ იგივეს აგრძელებთ და გაცილებით უფრო მასშტაბურად?!, – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფარული მიყურადების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავდნენ.

ბობოხიძის თქმით, ხელისუფლების არგუმენტი, რა ცუდად იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“, სინამდვილეში არგუმენტი არ არის.

„ვინ გითხრათ, რომ რაღაც ნაწილში ცუდად არ ვიქცეოდით?! ლაპარაკი თქვენს არცთუ ისე ჯანსაღ ლოგიკაზეა, რომ წარსულში ჩვენი ცუდად მოქცევების გამო ამართლებთ დღეს თქვენს ცუდად მოქცევას. კანიბალი ახსენეს და ჩავთვალოთ, რომ კანიბალი ვიყავი, ოღონდ აღარ ვჭამ ადამიანებს, მოვდივარ და ვხედავ, რომ თქვენ იწყებთ დღეს კანიბალიზმს და გეუბნებით, რომ ცუდია. არა, რა კარგი გემო ჰქონიაო, თქვენ ლაპარაკობთ და აგრძელებთ ადამიანების ჭამას. ჩვენს შეცდომებს ვერავინ მოგვიხსნის, ვერც თქვენთან გადმობარგება, ისე, როგორც თქვენ მოუხსენით თქვენთან გადმობარგებულებს ცოდვები. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ წარსულზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ დღევანდელი შეცდომების „გაპრავება“ წარსული შეცდომებით როგორ ხდება?! ზვიად ძიძიგურო, როდესაც შენ 2004 წელს მოხვედი ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობასთნ“ ერთად და შემდეგ ვაჟკაცურად გახვედი, მეგონა, რომ პრინციპების დარღვევის გამო წახვედი, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა იყო შენი მოტივი. დღეს გატრუნული ზიხარ და ყველა იმ დარღვევას, რომელზეც გველაპარაკებით წარსულში, ხელახლა იმეორებთ. ჩვენ ძალიან გავაფეტიშეთ სახელმწიფო და სახელმწიფოს წინაშე მისი მოქალაქეები გახდნენ უძლურნი და დაუცველნი. თქვენ სახელმწიფო ინტერესების გამო კი არ აპირებთ სუს-ი ამოქმედოთ, არამედ იმ ერთი კაცის სამსახურის გამო, რომელსაც მიაჩნია, რომ „ასავალ-დასავალია“ ეტალონი და ასავალ-დასავალად აქცია დღევანდელი სუს-ი. ის ჭრის, კერავს, ამონტაჟებს. სუს-ი გადაიქცა ჭორიკნების ორგანოდ. ქალბატონმა ინაშვილმა და ბესელიამ ახსენეს, როგორ ვუძვრებოდით თურმე ლოგინში ჩვენს თანაპარტიელებსაც კი… დიახ, საზიზღრობაა. როდესაც მითხრეს, რომ კაცის კაცთან სექსუალურ კავშირზე დაიდო [კადრები], არც კი ვნახე, როგორ შეიძლება გული არ აგერიოს, მაგრამ თქვენ რისთვის იბრძოდით, ბატონებო, რომ ეს არ გაკეთებულიყო თუ პორნოგრაფია გეყურებინათ?! თუ პრონოგრაფიის ყურების სურვილი გქონდათ, გეთქვათ და გაყურებინებდნენ. თქვენ ხომ იგივეს აგრძელებთ და გაცილებით უფრო მასშტაბურად?!“, – განაცხადა ბობოხიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ღიად ამბობდა, რომ მოსმენებს ახორციელებდა და აბუქებდა კიდეც ამას, რომ სიფრთხილე ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ კი გაცილებით მეტს და ფარულად უსმენს, თუმცა არა ქვეყნის მტრებს.

„რად უნდა რუსეთს მზვერავების გამოგზავნა, როცა მზვერავები ხელისუფლებაში ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით – მთავარი ტიპი, რომელიც საქართველოდან ვერ გადის გარკვეული პრობლემების გამო და თავის დაცვად გადააქცია ქართული ჯარი, პოლიცია, უშიშროების სამსახური და მის დაცვაში ჩვენ გვახდევინებს ფულს. ეს არის და მეტი არაფერი“, – განაცხადა ბობოხიძემ.

Comments
Loading...