სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, პრემიებს მინისტრები და დეპარტამენტის უფროსები არ მიღებენ.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრი და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული. შემცირდება ხარჯები საწვავზე, მივლინებებზე, მანქანებზე, მაგრამ მაინც ხდება ის, რომ ეს გარკვეულ ადამიანებს შეეხება და ეს ძალიან სამწუხაროა”,- განაცხადა ზოიძემ.
წყარო: საზოგადოება