ახალ ზელანდიაში საპასპორტე პროგრამამ მიიჩნია, რომ აზიელ მამაკაცს ფოტოზე თვალები დახუჭული ჰქონდა
ახალ ზელანდიაში რიჩარდ ლიმ პოსპორტის ონლაინ აღება გადაწყვიტა, თუმცა ატვირთულ ფოტოსთან დაკავშირებით, პრობლემა შეექმნა. კერძოდ, შესაბამისმა პროგრამ მიიჩნია, რომ მამაკაცს ფოტოზე თვალები დახუჭული ჰქონდა.
„ფოტო, რომლის ატვირთვაც გსურთ, შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მიზეზი: თავლები დახუჭულია“, – ნათქვამია პროგრამის შესაბამის ველში, თუმცა რიჩარდ ლის, რომელიც წარმოშობით აზიელია, თვალები ღია ჰქონდა.
„სიცილი დავიწყე. ვიცი, რომ პატარა თვალები მაქვს, თუმცა ამის გამო, პრობლემები არ შემქმნია. აღნიშნული ხარვეზი კი, რომელიც კომპიუტერმა დააფიქსირა, იუმორისტულია“, – განაცხადა რიჩარდ ლიმ CNN-თან საუბარში.
დამატებით სამი ფოტოსურათის ატვირთვის შემდეგ, ლი პასპორტის ოფიცერს დახმარების მიზნით დაუკაშირდა, თუმცა ახალი ზელანდიის შინაგან საქმეთა სამმართველოს სპიკერმა განაცხადა, რომ სისტემაში „რომელიმე კონკრეტული პირის“ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი არ ფიქსირდება.
მისი თქმით, პასპორტისთვის ატვირთული ფოტოების 20% შესაბამის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, რადგან სახეზე ჩრდილების არსებობის შემთხვევაში, პროგრამა აჩვენებს, რომ მოქალაქეს თვალები დახუჭული აქვს.
რიჩარდ ლი კი, რომელიც ავსტრალიაში, მელბურნის უნივერსიტეტში სწავლობს, იძულებული გახდა, ადგილობრივ საფოსტო ოფისში მისულიყო და პასპორტისთვის საჭირო ფოტო იქ გადაეღო.