ახალგაზრდა კაცი ქუთაისში “მუხრანის ტყეში” ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქუთაისთან ახლოს “მუხრანის ტყეში”, ჩამომხრჩვალი კაცის ცხედარი იპოვეს. “პირველს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ცხედარი მიკროავტობუსის მძღოლებმა ტყეში დაინახეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 24 წლის ქუთაისის მკვიდრია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

Comments
Loading...