ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადახტა

თბილისში, ვახუშტის ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობის მიზნით გადახტა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მაშველები მტკვარში სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.

ინციდენტის მონაწილე პირის ვინაობა და ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

Comments
Loading...