ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თვითდაზიანება მიიყენა

ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც პატრიარქთან შეხვედრა სურდა, საპატრიარქოსთან თვითდაზიანება მიიყენა.

პაატა ხუციშვილმა საპატიმრო დაწესებულება 2 კვირის წინ დატოვა. მისი თქმით, პატრიარქთან საუბარი პირად პრობლემებზე სურდა.

ხუციშვილის განმარტებით, მას საპატრიაქოს დაცვის თანამშრომლებმა პატრიარქთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს, შენობაში არ შეუშვეს და დაემუქრნენ. ამ დროს საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.