ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა თბილისში

თბილისში, ახალგაზრდა ქალმა ბენზინის აალების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, მან საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“საზოგადოებრივ მაუწყებელს” იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა, რომ პაციენტს დამწვრობა ბენზინის აალების შედეგად ჰქონდა მიღებული.
“კლინიკაში მიყვანისას პაციენტს დამწვარი ჰქონდა თავი, ხელის მტევნები და წინა მხრები, მას სხეულის 20% აქვს დამწვარი. გოგონა ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება და ვამზადებთ ხელის მტევნებზე პლასტიკური ოპერაციისათვის”მ – განუცხადა “საზოგადოებრივ მაუწყებელს”ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “პირველს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

Comments
Loading...