ახალგაზრდა ქართველი მორაგბე გარდაიცვალა

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქართველი მორაგბე რამაზ მამედოვი გუშინწინ 15 სექტემბერს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

20 წლის ბურჯი, რომელმაც კარიერა ქართულ ”ხულიგანაში” დაიწყო, ფრანგულ ”რუანის” ახალგაზრდულ გუნდში, ”ფედერალ1”-ში თამაშობდა.

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მამედოვი ავარიის დროს მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი მსუბუქად დაშავდა და ახლა რუანის რეანიმაციაშია.

”მხიარული, მეომარი, მიზანდასახული და კარგი პიროვნება” – ასე ახასიათებენ რამაზ მამედოვს.

წყარო: fanebi.com

Comments
Loading...