ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის ელჩს თავს დაესხა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა

ახალგაზრდა, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხა, პოლიციაში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Haber Turk-ი იტყობინება, რომ ის პოლიციიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი მევლუთ მერტ ატლინტასია, ის 1994 წელს დაიბადა და იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა.

 

წყარო:EPN.GE

Comments
Loading...