ახალი პრემიერი კვირიკაშვილი იქნება, ხადური, ზაქარეიშვილი, სანიკიძე და დუმბაძე კი მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის. Frontnews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, დღის მეორე ნახევარში ან ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც ღარიბაშვილი გადადგომის თაობაზე განცხადებას გააკეთებს.

Frontnews-ს ინფორმაცია სამთავრობო კულუარებში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში, რომლის შემადგენლობაში აღარ იქნებიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.