ახალი სანქციები რუსულ ბანკს და რუს ბიზნესმენებს

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონმა მორიგი სანქციები დაუწესა რუს ბიზნესმენსა და სირიელ ნავთობ-მაგნატს – აბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დახმარების გამო.
„სირიის პრეზიდენტის ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის სანქციები უკვე ოთხ პირსა და 6 კომპანიას დაეკისრა, მათ შორის რუსულ ბანკსაც“, – იუწყება CNN-ი.
სანქცირებულებს შორის მოხვდა რუსი ბიზნესმენი, კირსან ილუმჟინოვი, რომლის ფინანსური ტრანზაქციებიც ვინმე მუდლალ ხურისთან არის (Mudalal Khuri) დაკავშირებული, რომელიც, თავი მხრივ, ასადის ფინანსურ ინტერესებს წარმოადგენს რუსეთში.
“სირიის ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკესა და ძალადობაში. აშშ გააგრძელებს იმ ადამიანების ფინანსურ შეზღუდვას, ვინც ასადს ამ პოლიტიკის გატარებაში ეხმარება”, – ნათქვამია ამერიკის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის სამსახურის სპეციალურ განცხადებაში.
აშშ-ის ხაზინამ გაყინა სანქციების ქვეშ მყოფი პირებისა და კომპანიების ყველა აქტივი, ქვეყნის შიგნით და ნებისმიერ ამერიკელს აუკრძალა ტრანზაქციები მათთან.
CNN-ის ცნობით, ამერიკის გარდა სანქციები გავრცელდება კოალიციის სხვა ქვეყნებშიც

Comments
Loading...