ახალი სკანდალი – „Charlie Hebdo“- მ მსოფლიო შოკში კიდევ ერთხელ ჩააგდო

„Charlie Hebdo“-ს უკანასკნელმა ნომერში გამოქვეყნებულმა კარიკატურამ შავი იუმორის მოყვარულებშიც კი გარკვეული უხერხულობის გრძნობა გააჩინა. კარიკატურაზე თურქეთის სანაპიროზე გამორიყული პატარა ქურთი ბიჭის აილანის და გერმანიაში საახალწლო დღეებში მიგრანტების მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ისტორიაა გაერთიანევული. ნახატზე ღორისსახიანი მამაკაცები ქალს მისდევენ, თან დართულია წარწერაც „ვინ გახდებოდა პატარა აილანი რომ გაზრდილიყო? გერმანიაში დუნდულებზე მონადირე“
აღნიშნულმა კარიკატურამ აილანის ახლობლების პროტესტი გამოიწვია. კარიკატურას აილანის დეიდა გამოეხმაურა, რომელიც კანადაში ცხოვრობს:
„მე ვიმედოვნებდი რომ ადამიანები ჩვენს ტკივილს პატივს სცემდნენ. ეს ჩვენტვის დიდი დანაკარგი იიყო. ჩვენ ვცდილობთ ეს ტკივილი მოვიშუშოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ გვატკინეს, ეს უსამართლობაა“- განაცხადა მან.
აღნიშნულ კარიკატურას მსოფლიო მედიის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, პროტესტი განსაკუთრებით ბრიტანულ მედიაში შეიმჩნეოდა. ზოგიერთი ჟურნალისტი არ მოერიდა თავისი უკმაყოფილება გამოეხატა. „Charlie Hebdo-ს ამაზრზენი ნახატი“ უწოდა ბრიტანელმა ჟურნალისტმა სანი ჰანდალმა. „Charlie Hebdo-ს გუნდი ღიად რასისტული გახდა“ – დაწერა ტვიტერზე ჟურნალისტმა ნიკოლა კაიზერ ბრილმა.

http://www.newposts.ge/

Comments
Loading...