ახალციხეში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, 31 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში, დღეს გარდაცვლილი ნახეს.ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.არსებული ინფრომაციით,  ქალი ბოლო პერიოდში ახალციხეში,  ერთ–ერთ კვების ობიექტში მუშაობდა.

„ორ დღეში ერთხელ იყო მორიგე, დღეს სამსახურში უნდა მოსულიყო, რომ არ გამოჩნდა დავიწყეთ ძებნა. ამასობაში კი მისი სახლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სახლში გარდაცვლილი უნახავთ“, – ამბობენ აღნიშნულ კვების ობიექტში.

მათ თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ: “ამის გამო ხშირად წუხდა და ტიროდა. არ ვიცით რა მოხდა. ბოლოს სახლში ორი დღის წინ მივიყვანეთ ღამით და დავტოვეთ“.

ახალციხის რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით იძიბეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი სოფელში გადაასვნეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

Comments
Loading...