ახალციხეში მიწისძვრა მოხდა
დღის მეორე ნახევარში ახალციხეში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ ახალციხიდან 9 კილომეტრში, სოფელ ანისთან იყო.
არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.