“ახლა მივბრუნდები სამინისტროში და აუცილებლად გადავდგები”

“ახლა მივბრუნდები სამინისტროში და აუცილებლად გადავდგები” – ამგვარი ხუმრობით გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “დიპლომატთა კლუბის” მოთხოვნას.
“განსაკუთრებით დაუშვებლად მიგვაჩნია, ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ ის პირები, რომელთა პირადი ინტერესები ცალსახად იკვეთება ენერგეტიკის ბიზნესში. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდეს პირი სწორედ ასეთი მახასიათებლით”, – ნათქვამია განცხადებაში

Leave A Reply

Your email address will not be published.