“ალ კაპონე ივანიშვილთან შედარებით „ფრთიანი ანგელოზია“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ პერსონად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. ლეიბორისტების ლიდერი კურიერთან საუბრისას ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს და ივანიშვილს ტელეკომპანიის წინააღმდეგ რეპრესიების გატარებაში ადანაშაულებს.
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ალ კაპონეს ადარებს, თუმცა ამბობს, რომ ალ კაპონე მასთან შედარებით „ფრთიანი ანგელოზია“.
ნათელაშვილი ყოფილი პრემიერისგან მისი მიმართ წარმოთქმულ კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ ივანიშვილს მხილების ეშინია: „მას ეშინია მხილების, იმ ყველაფრის რასაც აშუქებთ თქვენ, იმ გაუბედურებული ხალხის ტელევიზიით ჩვენების, რომელსაც აქვს დღეს ლუკმაპურის შოვნის პრობლემა, როცა ხალხი ოჯახებთან ერთად ტოვებს ქვეყანას და მიდიან სხვა ქვეყნებში რომ თავი გადაირჩინონ. ამის დასტურია ისისც, რომ დაიხურა გადაცემები “იმედში” და ამიტომაც გვებრძვის ჩვენ, როგორც ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას. ამ დრომდე მისთვის ჩვეულებრივი მასხარა ვიყავი და ახლა გავხდი საშიში ძალა“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.