ალაბამას შტატში პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელმაც სტუდქალაქის ტერიტორიაზე ბანკში მძევლები აიყვანა
ალაბამას შტატის ქალაქ ტუსკალუზას პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელმაც სტუდქალაქის ტერიტორიაზე ბანკში მძევლები აიყვანა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მძევლად აყვანილი 7 ადამიანი თავისუფალია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება.