,,ალბათ ამათ ბეთჰოვენი, შუბერტი, მოცარტი და ბახი “ნაციონალები” ეგონათ“

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, შვილი და მათი ძაღლი “ოსკარი” “ვანოს შოუს” პირველ იანვარს სტუმრობდნენ.

სანდრა რულოვსმა მისი ფონდის მიერ დაფინანსებულ სამედიცინო პროექტებზე ისაუბრა და გაიხსენა მაღალმთიან აჭარაში ჯგუფთან ერთად რომ იმყოფებდა: “ყველაზე კარგად მახსენდება ის პერიოდი, როცა საავადმყოფოში ექთნად ვმუშაობდი ღუდუშაურის კლინიკაში, თან სამშობიარო ბლოკში. დავდიოდით სხვადასხვა რეგიონებში და ერთხელ ხულოში ვიყავით, იქ ხალხს ეუბნებოდნენ, არ მიხვიდეთ მაგათთან, პოლიტიკურ განცხადებებზე მოგაწერინებენ ხელსო და რაღაც ასეთი აბსურდები. მერე მოგვადგა ჯიპი, ნომრით XU 041 LO, ვიფიქრეთ ვიღაც ოცნების მოგზავნილიაო, ნატა ექიმი მახლდა, ისეთი იუმორი აქვს კარგი, გადმოვიდა ეს კაცი და გვეუბნება, აქ ნუ გვართმევთ პაციენტებს, ვმუშაობთ ძალიან კარგად და არ გვჭირდება თქვენი დახმარებაო. ეს კაცი ყოფილა ყელ-ყურის ექიმი და ნატა ეუბნება, თქვენ სინჯავთ ზემოდან, ჩვენ ქვემოდან და ხელს როგორ შშევუშლით ერთმანეთსო”

ყოფილმა პირველმა ლედიმ ისაუბრა რადიო “მუზა”-ზე, სადაც 6 წლის განმავლობაში მუშაობდა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ეწეოდა: “6 წელი ვიმუშავე რადიოში, სამწუხაროდ დაიხურა. ალბათ ამათ ბეთჰოვენი, შუბერტი, მოცარტი და ბახაი “ნაციონალები” ეგონათ, არ ვიცი სხვა რა მიზეზი იყო”.

Leave A Reply

Your email address will not be published.