ალბათ ყველამ იცით და იცანით ეს ადამიანი, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ.

ქრისტოფერ რივი – იყო დრო, როცა მისი სახელი შეერთებულ შტატებში ბავშვმაც კი იცოდა. გარეგნულმა მონაცემებმა, 193-სანტიმეტრიანმა სხეულმა და ათლეტურმა აღნაგობამ რივის წარმატება მოუტანა 1978 წელს, როცა ჰოლივუდში “სუპერმენის” როლზე დაამტკიცეს. ალბათ ყველამ იცით და იცანით ეს ადამიანი, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ.

1995 წელს პოპულარობის პიკში მყოფი მსახიობი ცხენიდან გადმოვარდა და ხერხემლის უმძიმესი დაზიანება მიიღო, რამაც მისი პარალიზება გამოიწვია. მას მთავარი როლი უნდა ეთამაშა ფილმში “ანა კარენინა” სადაც ძირითადი სცენები ცხენზე ამხედრებულს უნდა ჰქონოდა. ქრისტოფერ რივი სწორედ ამ ფილმისთვის ემზადებოდა. აღსანიშნავია, რომ ის ცხენებს ვერ იტანდა და ალერგიაც ჰქონდა მათზე, მაგრამ ამის გამო მას როლზე უარი არ უთქვამს და სპეციალური ანტიალერგიული წამლებით ემზადებოდა როლისთვის.

ამ შემთხვევამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. თუმცა კინოხელოვნებასთან კავშირი რივს არც მძიმე ტრავმის შემდეგ გაუწყვეტია. ბოლო ცხრა წლის მანძილზე მისი რეჟისორობით არაერთი სატელევიზიო პროექტი განხორციელდა. გარდა ამისა, მან გეასრულა მთავარი როლი ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფილმის, “უკანა ფანჯრის” რიმეიკში. სხვათა შორის, ამ როლისთვის რივმა შეერთებული შტატების მსახიობთა გილდიის ჯილდო დაიმსახურა.

რივი ორი წიგნის ავტორია. მათგან ერთ-ერთს ასეთი სათაური აქვს: “შეუძლებელი არაფერია”.

ქრისტოფერ რივი 2004 წელს, 52 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

Comments
Loading...