ალეკო ელისაშვილი დუმილს არღვევს – შეწყალების კომისიაზე პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, პატიმრის გამოშვებაში ორ მილიონამდე თანხის მიღებას მმართველი გუნდის წევრები ცდილობდნენ.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ყვება, რომ ეს ფაქტები მაშინ მოხდა, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო.

ალეკო ელისაშვილმა წელიწადნახევრის წინ მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, აცნობა, რომ ის, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა. ელისაშვილს იმ პატიმრების საქმეების საგანგებო რეჟიმში განხილვას და შეწყალებას სთხოვდნენ, რომელთა ოჯახის წევრებისგანაც თანხის ნაწილი უკვე მიღებული ჰქონდათ.

დღეს კონკრეტულ გვარებს დეპუტატი ტელეკამერასთან არ ასახელებს. თუმცა, ამბობს, რომ პროკურორს სრული ინფორმაცია მიაწოდა.

ინფორმაცია პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ აქვს შეწყალების კომისიის მოქმედ თავმჯდომარესაც. მეტიც, ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია ალეკო ელისაშვილის წასვლის შემდეგ უკვე მასთან გაგრძელდა.

მმართველი გუნდი ამ საქმით დაინტერესებას არ აპირებს.

ელისაშვილის ბრალდებებს გაცილებით სერიოზულად უყურებენ ოპოზიციაში.

ავტორი: ეკა გაგუა რუსთავი2

Leave A Reply

Your email address will not be published.