ალეკო ელისაშვილი – “მე მქონდა სატელეფონო საქმის გარჩევები თამაზ თამაზაშვილთან”

ალეკო ელისაშვილი ლექსო თამაზაშვილს მოქალაქეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. საუბარია ოლიპმიური ვარსკვლავის მიერ სააკაძის 6 ნომერში დაწყებულ მშენებლობაზე.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 2007 წლის შემდეგ მშენებლობა სხვადასხვა კომპანიებმა გააგრძელეს, ამჟამად კი სამუშაოებს ის კომპანია ახორციელებს, რომელსაც ლექსო თამაზაშვილი მფარველობს, შედეგად, 12 ოჯახი უსახლკაროდ რჩება.

„მე მქონდა სატელეფონო საქმის გარჩევები თამაზ თამაზაშვილთან, რომელმაც დამირეკა. მე მას ვუთხარი, რომ მე მაწუხებდა მხოლოდ ის, რომ მისი შვილი ახდენდა ზეწოლას რიგით ადამიანებზე,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.