ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. მიზეზად ელისაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ სტატუსს ასახელებს, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. სტატუსში ის ხელისუფლებას მოუწოდებს პოლიტიკური ოპონენტების მოსმენის ნაცვლად საფრთხეების კონტროლით და პრევენციით დაკავდეს.
“მუშაობს ჩვენი პროკურატურა – თვალთვალისა და მოსმენის შესახებ ჩემს სტატუსსა და კომენტარზე ხვალ, 2 საათზე დამიბარეს მთავარ პროკურატურაში. დეტალებს მათ მოვახსენებ. მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის”, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...