“ალეკო ელისაშვილი სინდისიერი ადამიანია, ძნელად წარმომიდგენია ვინმე მის ორკესტრატორად”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილს მისი დიდი ნდობა აქვს და ის არის ადამიანი, რომლის მართვაც ძნელად წარმოსადგენია.

მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარის რანგში ელისაშვილს შეხვდა და გარკვეული ადამიანების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

„მე პრინციპადაც მაქვს და ვახერხებ, რომ რაც ითქმება ხოლმე კაბინეტებში, ოთახებში და ორ ადამიანს შორის, ამას დეტალურად არ ვიხილავ საზოგადოებსი წინაშე. შემიძლია მარტივად გითხრათ, რომ 2014 წლის სავარაუდოდ სანამ ალეკო წავიდოდა, გაზაფხულზე, მოხდა ჩემი შეხვედრა მასთად. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ზეგავლენა ხდება. ვუთხარი, რომ თუ ვინმე შეეცდება შენზე, რომ ზეგავლენა მოხდინოს, იმ წუთში გადმოამისამართე ჩემთან, ამით ეს თემა დავამთავრე და დანარჩენ დეტალებზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავავალე, რომ ამ საქმისთვის მიეხედა. არ მინდა კონკრეტულ ადამიანზე საუბარი, რადგან რაც კაბინეტშე ხდება, ამის გარეთ გატანა არ მიყვარს. მე გიდასტურებთ, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ჩემი დიდი ნდობა აქვს, ასეთი იყო ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ჩემი დიდი პატივისცემა აქვს და ჰქონდა. მოვიდა ის, პრობლემა შემოიტანა და მე ეს გადავჭერი“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე პროკურატურასთან თანამშომლოს.

მარგველაშვილის მანანა კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ეს თემა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო ორკესტირებული.

„კონსტიტუციაში რა წერია, რომ მარტო პრეზიდენტზე შეიძლება აზრის გამოთქმა? ვუპასუხო ამ კითხვას? რა ორკესტრირდება? ეს მუდმივად შეთქმულების თეორიებია, რომ წვიმა თუ მოდის, ვინმემ გამოუშვა. ალეკოს ღირსება აქვს შელახული, რომ თითქოს ის შეიძლება ასე მართო და ათამაშო ამ საქმეებში?! მე შემიძლია დავადასტურო, რომ ვინმემ სცადოს და მართოს ალეკო ელისაშვილი. დამოუკიდებელი ადამიანია, დამოუკიდებლად გახდა დეპუტატი, ამ თვალსაზრისით უპრეცედენტოა ჩემი აზრით. ალეკოს ელისაშვილი სინდისიერი ადამიანია და მისი მმართველი, ორკესტრატორი, ძალიან ძნელად წარმომიდგენია ვინმე”, – განაცხადა მარგველაშვილმა “იმედის” ეთერში.

Leave A Reply

Your email address will not be published.