ალეკო ელისაშვილი:ნარმანიას მერობა სევდიანი ისტორიაა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე “ქართულ ოცნებაში” საუბარი მიდის, თუმცა მათ არ იციან ეს რა ფორმით მოხდება. “გუშინ ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა, თითქმის არ იყო დისონანსი კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის. არ შეიძლება ავარიულ კორპუსებზე ასე ცოტა თანხა იყოს, არ შეიძლება ქალაქგაფორმების ბიუჯეტი გავზარდოთ და შევამციროთ ქალაქგამწვანების, როდესაც დავით ნარმანიას სლოგანია “მილიონი ხე” და ა.შ. ასე რომ, გუშინ დიდი აზრთა სხვადასხვაობა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არ იყო”, – დასძინა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ მმართველი გუნდის მიერ თბილისის ბიუჯეტის პროექტი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.
“ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. “ქართული ოცნებაში” მიდის ამაზე საუბარი, მათ ხმამაღლა ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს

Comments
Loading...