ალექსანდრ ბორტნიკოვი – ისლამურ სახელმწიფოში” შემავალ “ბანდფორმირებებში” საქართველოს მოქალაქეებიც არიან

“ისლამურ სახელმწიფოში” შემავალ ათამდე “ბანდფორმირებაში” საქართველოს მოქალაქეებიც არიან გაწევრიანებულნი. როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა მოსკოვში, დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა უშიშროების ორგანოებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების საბჭოს 39-ე სხდომაზე განაცხადა.
“ისლამურ სახელმწიფოში” შემავალი 10-მდე ბანდფორმირება რუსეთის, უკრაინის, საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოთა მოქალაქეებისგან შედგება”, – განაცხადა ბორტნიკოვმა.
მისი მტკიცებით, “ისლამურ სახელმწიფოში” 100-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქე იბრძვის, “დაქირავებულ მებრძოლთა” რაოდენობა კი, დაჯგუფებაში 40%-ს აღწევს.
ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, “ისლამური სახელმწიფოს” საფრთხის გამო საჭიროა დსთ-ს ქვეყნების საზღვრების გაძლიერება.
დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან დღეს შეხვედრას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამართავს.

Leave A Reply

Your email address will not be published.