ალექსანდრე ჯეჯელავა – მე მგონია, რომ ეს პირადი ანგარიშსწორების თემაა

მე მგონია, რომ ეს პირადი ანგარიშსწორების თემაა – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობას გამართლება არ აქვს მიუხედავად იმისა, რა მიზეზი და საფუძველი აქვს ამას.
„სამართალდამცველები უფრო კომპეტენტურები იქნებიან ამ ამბავში, მაგრამ მე მგონია, რომ ეს პირადის კატეგორიაში შედის. თუ გავითვალისწინებთ იმ ოჯახებმა რა ტკივილი მიიღეს თავის დროზე, სხვადასხვა დროს, წინა ხელისუფლების აქტიურობით და მცდელობით, ძალიან სამწუხარო ფაქტია. თავისთავად ძალადობას გამართლება არ აქვს მიუხედავად იმისა, რა მიზეზი და საფუძველი აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს პირადი ანგარიშსწორების თემაა”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.