ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან გაათავისუფლა. ადვოკატები მსჯავრდებულის გათავისუფლებას 2015 წლის ივნისიდან ითხოვდნენ. კომისიამ გათავისუფლებაზე უარი თქვა, რაც შემდეგ უკვე სასამართლოში გასაჩივრდა. ალექსანდრე ნინუა მსჯავრდებული იყო იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით. მას სამი წლით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ნინუა 2013 წლის 12 დეკემბერს დააკავეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.